Untitled Document

ისტორია

მრავალწლიანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ბერლინის ენერგეტიკის სააგენტოს რჩევითა და მხარდაჭერით 2012 წელს შეიქმნა თბილისის ენერგეტიკის სააგენტო.
თბილისის ენერგეტიკის სააგენტოს ძალისხმევით 2013 წელს თბილისს ეწვია დელეგაცია გერმანიიდან, რომელშიც შედიოდნენ კორპორაცია სვარკოს გენერალური დირექტორი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, ენერგია ბადენ-ვიურტემბერგის ხელმძღვანელი კომუნალურ საკითხებში და სხვები. მათ რამოდენიმე სამინისტროში და თბილისის მერიაში წარმოადგინეს პროექტები გარე განათებისა და ტრანსპორტის მოწესრიგების ე.წ. ჭკვიანი ტექნოლოგიების შესახებ სახელწოდებით "ჭკვიანი ქალაქი".
2014 წელს სააგენტოს ეგიდით თბილისს ეწვივნენ ევროპის არქიტექტორთა ქსელის ხელმძღვანელები, რომლებმაც ქალაქების განვითარების ახალ მიდგომებთან ერთად სააგენტოს გააცნეს ევროპის უძლიერესი კვლევითი ინსტიტუტის, ფრაუნჰოფერის ინოვაციური პროექტი "ხვალის ქალაქი".

ფილოსოფია

თბილისის ენერგეტიკის სააგენტოს საფუძვლად უდევს ბერლინის ენერგეტიკის სააგენტოს პრინციპები. იგი შექმნილია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პოტენციალის ერთობლივად გამოყენებისათვის და არის ერთგვარი სინერგიის მატარებელი. მისი მთავარი არსია მომავალზე ორიენტირებული მდგრადი განვითარება, რაც მოიცავს ენერგეტიკული რესურსების გააზრებულ, ეფექტიან ხარჯვას.

მისია

თბილისის ენერგეტიკის სააგენტო მიზნად ისახავს თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მხარდაჭერას მდგრადი განვითარების პროექტების განხორციელებაში და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვალდებულებების შესრულების პროცესში, როგორიცაა მაგალითად "მერების შეთანხმება".

2014 © Tbilisi Energy Agency
Tel.: +995 322 470104
info@tea.com.ge